VIP ტესტი – ხართ თუ არა კარგი მენეჯერი

VIP Test – Are or aren’t you a good manager?

დავუშვათ ჩაგაბარეს სურათის მარჯვენა მხარეს ნაჩვენები ცხენების ფერმა. ამ ცხენებიდან ზოგი მოხუცია, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი მეგობრისაა, ზოგზე ვიღაც პარლამენტარმა ან პოლიტიკოსმა დაგირეკათ :). რომელ ცხენს გაიყვანთ სურათის მარცხენა მხარეს ნაჩვენებ შეჯიბრზე? პასუხი დატოვეთ პოსტის ბოლოს, კომენტარებში.  Continue reading

Posted in მენეჯმენტი და განათლება | Tagged , , | 21 Comments

სიმდიდრე და ბედნიერება

წყარო: Psychology of happiness

ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოს არაამერიკელი მოსახლეობის (მათ შორის ქართველების) უმრავლესობა ოცნებობს ამერიკაში, როგორც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებაზე. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ თითქოს სიმდიდრის დაგროვება იწვევს ადამიანის ბედნიერების ზრდას. მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი საინტერესო კვლევის შესახებ, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მატერიალური კეთილდღეობის ზრდა, რაღაც დონის შემდეგ აღარ ახდენს გავლენას ადამიანის ბედნიერებაზე. სწორედ ამ კვლევაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება წარმოდგენილ პოსტში. Continue reading

Posted in ფსიქოლოგია და განათლება | Tagged , , , , , , , , , | Leave a comment

რატომ ვერ მდიდრდება ადამიანი

სტატისტიკა YouTube – დან:

სურათზე ხედავთ ოთხი ვიდეოს სტატისტიკას: 

პირველი ვიდეო არის იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა ყოველდღიურად, რომ იყოს ბედნიერი. ლექციას კითხულობს თავად თეორიის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ფსიქოლოგიის პროფესორი მიჰაი ჩიკსენთმიჰაი/Mihaly Csikszentmihalyi.

მე-3 ვიდეოში ცნობილი მილიარდერები და მამოტივირებელი სპიკერები – ჯეკ კენფილდი/Jack Canfieldჯონ ასარაფი/John Assaraf, მაიკლ ბექვიჩი/Michael Beckwith, ჯონ დემარტინი/John Demartini, ბობ პროქტორი/Bob Proctor, ჯეიმს არტურ რეი/James Arthur Ray, ჯო ვიტალი/Joe Vitale, ლიზა ნიკოლსი/Lisa Nichols, მარია დაიმონდი/Marie Diamond, ჯონ გრეი/John Gray  საუბრობენ იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო.

მე-2 და მე-4 ვიდეოები ალბათ იცანით (ამიტომ გადასასვლელი ლინკი აღარ გავუკეთეთ, ისედაც იოლად იპოვნით 😉 ).

დააწკაპეთ სურათზე – შეადარეთ პირველი ვიდეოს YouTube-ზე განთავსების თარიღი და ნახვების რაოდენობა მე-2 ვიდეოსას, ხოლო მე-3 ვიდეოს YouTube-ზე განთავსების თარიღი და ნახვების რაოდენობა მე-4 ვიდეოსას :).

Posted in ეკონომიკა და განათლება | Tagged , , , , , , , , , , , , , | 1 Comment

ეკონომიკა და აზროვნების განვითარება

წყარო:

წყარო: CASSETE VS CD

დიაგრამიდან ჩანს, რომ 1990-1991 წლებშში კასეტების გაყიდვების რაოდენობა ჭარბობდა CD-ის გაყიდვების რაოდენობას. 1992-2000 წლებში კასეტების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა ხოლო CD-ს გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. 2000 წლიდან CD-ს გაყიდვებმაც დაიწყო შემცირება და 2013 წლისათვის თითქმის აღარ იყიდება. ვინ მიხვდა რა მოხდა 2000 წელს? დიახ გამოიგონეს ფლეშკა, რის გამოც CD არ იყიდება. დასკვნა – ხალხი მოძველებულ ტექნიკას აღარ ყიდულობს, იმიტომ, რომ ახალი ტექნიკა გაცილებით ეფექტური და მაღალი ხარისხისაა. ეკონომიკაში ამ პროცესს  რაიმონ ვერნონმა „საქონლის სასიცოცხლო ციკლი“ (Product life-cycle theory) უწოდა.

ტექნიკის მსგავსად რომ შეიძლებოდეს გაცილებით
უფრო ეფექტური და მაღალი ხარისხის აზროვნების ყიდვა, ალბათ ყველა იყიდდა მაღაზიაში. მაგრამ, რა ხდება სინამდვილეში? -მაშინ როდესაც აზროვნების შეცვლა შეუძლია მაღალი ხარისხის ლექციას და ასეთი ლექციები მრავლად არის ინტერნეტ სივრცეში (სრულიად უფასოდ), მაინც ძალიან ცოტა ხალხი უყურებს (იხ. პოსტი – რატომ ვერ მდიდრდება ადამიანი).

Posted in ეკონომიკა და განათლება | Tagged , , , , , , , | 1 Comment